არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხოს! დიდება საქართველოს! - ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც მისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე შეუცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
სხდომას არ ესწრებოდა ნიკა გვარამია. როგორც ცნობილია, ის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებისკენ მიემართება.