9 ივნისის ღამეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებმა, თავდაცვის ძალების სხვა შემადგენლობასთან თანამშრომლობით, იერიში მიიტანეს რუსეთის ფედერაციის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე „სავასლეიკის“ აეროდრომზე. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„როგორც ცნობილია, აგრესორი სახელმწიფო მას [აეროდრომს] უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის იყენებს. კერძოდ, ამ სამხედრო ობიექტიდან რეგულარულად ფრინდებიან „კინჟალის“ ტიპის აერობალისტური რაკეტების გადამზიდი MiG-31K-ის ტიპის გამანადგურებლები. წინასწარი ინფორმაციით, განადგურებულია მტრის ორი თვითმფრინავი [სავარაუდოდ, MiG-31-სა და Su-30/34-ის ტიპის თვითმფრინავები]“ -აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.