საქართველოს ნაკრებმა კაბო ვერდესთან საკონტროლო მატჩი გამართა და ფრედ ითამაშა – 1:1
შეხვედრა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა.
ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს საბა ლობჟანიძემ გახსნა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.
მე-80 წუთზე კი სტუმრებმა ანგარიში პენალტით გაათანაბრეს.
საქართველოს ნაკრები მეორე შემადგენლობით თამაშობდა.
ფოტო: ეროვნული ნაკრები