უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპულთა ცხედრების გაცვლა, რაზეც სტამბოლში მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ, მომავალ კვირას იგეგმება.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვოს სამმართველოს უფროსმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა.
„სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგებით რეპატრიაციის ღონისძიებების დაწყება მომავალ კვირას იგეგმება, რის შესახებაც უფლებამოსილ პირებს სამშაბათს ეცნობათ,“ - განაცხადა ბუდანოვმა.
ბუდანოვის თქმით, უკრაინა იცავს შეთანხმებულ პირობებს, საინფორმაციო ზეწოლისა და ცალმხრივი გადაწყვეტილებების დაწესების მცდელობის მიუხედავად.
მან ასევე განსაკუთრებით ცინიკური უწოდა რუსი პროპაგანდისტების სპეკულაციებს ადამიანური მწუხარების თემაზე, რომელშიც ისინი თავად არიან ჩართულნი.
მანამდე, რუსეთის მომლაპარაკებელთა ჯგუფის წარმომადგენელმა, ალექსანდრ ზორინმა განაცხადა, რომ ცხედრების გადმოცემა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მოხდება და რუსეთი უკრაინისგან ოფიციალურ შეტყობინებას ელოდება.
მისი თქმით, სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების მიხედვით, რუსულმა მხარემ გაცვლის ზონაში ცხედრების პირველი ნაწილი – 1212 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი უკვე გადაიტანა.