საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ ფრანგული ავტომწარმოებელი, სამხედრო კომპანიასთან თანამშრომლობით, უკრაინაში დრონების წარმოებას დაიწყებს. იუწყება Le Monde
ფრანგული საავტომობილო და სამხედო კომპანიები უკრაინის ტერიტორიაზე დრონების წარმოებას იწყებენ. ლეკორნუ ამას კიევთან „ურთიერთსასარგებლო“ პარტნიორობად მიიჩნევს.
„ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ პარტნიორობას, რომლის ფარგლებშიც მსხვილი ფრანგული საავტომობილო კომპანია გააერთიანებს ძალებს ფრანგულ თავდაცვის მცირე და საშუალო საწარმოსთან, რათა უკრაინაში დრონების დამზადებისთვის წარმოების ხაზები ააწყონ“, - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.
მან დრონების ტიპი არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ის უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იქნება განკუთვნილი.
ლეკორნუმ ასევე აღნიშნა, რომ ეს დრონები მისი ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რათა მათ „მუდმივი ტაქტიკური და ოპერატიული მომზადება ჰქონდეთ, რომელიც უკრაინაში ომის რეალობუს შესაბამისი იქნება“.
„აუცილებელი არ არის, საფრანგეთის მოქალაქეებს უკრაინაში წარმოების ხაზზე მუშაობა ვთხოვოთ“, - აღნიშნა ლეკორნუმ.
მან დასძინა, რომ უკრაინელები „ჩვენზე უკეთესები არიან დრონების შემუშავებაში და, რაც მთავარია, მათი გამოყენების დოქტრინის ჩამოყალიბებაში“.