აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავს იკავებს ჩინეთზე ზეწოლისგან, რათა მან შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ის გეოპოლიტიკურ მეტოქესთან ურთიერთობის სხვა საკითხებზეა ორიენტირებული. ამის შესახებ Bloomberg-ი ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთთან ორმხრივ საკითხზეა ორიენტირებული.
ოფიციალური პირების თქმით, უკრაინაში ომი შეერთებული შტატებისთვის სულ უფრო და უფრო ნაკლებად პრიორიტეტული ხდება. თუმცა, მათ ხაზი გაუსვეს, რომ ვაშინგტონს კვლავ შეუძლია შეცვალოს თავისი პოზიცია.
სააგენტო აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ეს მიდგომა გადახვევაა G7-ის ქვეყნების დიდი ხნის პოზიციიდან, რომლებიც ჩინეთს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების ხელშემწყობ მთავარ ფაქტორად მიიჩნევენ.
მარტში, დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საჯაროდ დაგმეს პეკინი მოსკოვის მხარდაჭერისთვის.
გარდა ამისა, ტრამპმა განაცხადა, რომ 5 ივნისს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში ომის თემა არ განუხილავს.
კანადაში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრაზე წამოიჭრას.
თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, აიძულებს თუ არა ვინმე ტრამპის ადმინისტრაციას ჩინეთთან დაკავშირებით განცხადების მიღებას.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ტრამპს სურს, უარი თქვას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკურ მიდგომაზე, რომელიც სხვა მთავრობებთან ყველა ურთიერთობას უკრაინაში ომის პრიზმით განიხილავდა.
მისივე თქმით, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჩინეთთან ტარიფების, ტექნოლოგიური შეზღუდვებისა და მინერალების განხილვაზე ფოკუსირებას აპირებს.
გარდა ამისა, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპს არ სურს ჩინეთის პირდაპირ დადანაშაულება მოსკოვის მხარდაჭერაში, ვიდრე ის ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.