რუსული წყაროები ცნობით, ენგელსში, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს, უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხანძარი ადგილობრივ ნავთობის საწყობში გაჩნდა. ობიექტი გამოიყენება სტრატეგიული თვითმფრინავების საწვავის შესავსებად, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ.
სარატოვის ოლქის გუბერნატორმა დაადასტურა ენგელსში უკრაინული დრონების მიერ განხორციელებული დარტყმებისა და ხანძრის გაჩენის ფაქტი, თუმცა არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელი ობიექტი იწვის.
„უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად, ენგელსის ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიაბ“, - ნათქვამია გუბერნატორ რომან ბუსარგინის Telegram არხზე გამოქვეყნებულ პოსტში.
პარალელურად, სოციალურ მედიაში სულ უფრო და უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებები ჩნდება იმის შესახებ, რომ სწორედ ნავთობის საწყობი იწვის. ვრცელდება გეოლოკაციური ფოტოები და ვიდეოები, ასევე ვიდეოები, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები, სავარაუდოდ, ნავთობის საწყობზე საუბრობენ.
უკრაინელი სამხედროების თქმით, ენგელსში მდებარე ნავთობის საწყობში საწვავი ინახება ენგელსში, განლაგებული სტრატეგიული ბომბდამშენების ბაზისთვის.
ბოლოს უკრაინულმა დრონებმა ამ ნავთობის საწყობს იანვრის დასაწყისში შეუტიეს. ხანძარი რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.