აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ტიანანმენის ტრაგედიიდან 36 წლისთავს გამოეხმაურა.
"ჩვენ გვახსოვს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ 36 წლის წინ ტიანანმენის მოედანზე ჩადენილი სასტიკი დარბევა და ვიხსენებთ იმ დღეს მოკლული და დაპატიმრებული უდანაშაულო ადამიანების სიმამაცეს. თავისუფლება, დემოკრატია და თვითმმართველობა ადამიანური საფუძვლებია, რომელთა წაშლაც ჩინეთის კომუნისტურ პარტიას არ შეუძლია", - წერს რუბიო X-ზე.
1989 წლის 4 ივნისს დაახლოებით 180 000 ჯარისკაცმა ტანკებისა და ჯავშანტექნიკის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს, რომლებიც ტიანანმენის მოედნისკენ მიემართებოდნენ.უცნობია, დაღუპულთა ოფიციალური რაოდენობა, რადგან დღეისათვის ეს თემა და ამ დღესთან დაკავშირებული საკითხები ტაბუდადებულია, თუმცა არაოფიციალური მონაცემებით, ათასობით ადამიანია დაღუპული.