უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ რუსეთს ჯერ არ უპასუხია დოკუმენტზე, რომელშიც აღწერილია უკრაინის ხედვა ომის დასრულების შესახებ.
„რუსეთმა არ უპასუხა ჩვენს დოკუმენტს, რომელიც ომის დასრულების უკრაინის ხედვას ასახავს. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გავაგზავნეთ. შეხვედრის დროს ჩვენმა დელეგაციამ რუსებს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდნენ. მათ არანაირი პასუხი არ გაუციათ. არც შეხვედრის დროს და არც მის შემდეგ. ჩვენ რუსეთისგან პასუხს ვითხოვთ. მათი მხრიდან დუმილი ადასტურებს ომის გაგრძელების სურვილს,“ - წერს სიბიჰა Х-ზე.
მან აღნიშნა, რომ სტამბოლში უკრაინის კონსტრუქციულ წინადადებებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, რუსულმა მხარემ წამოაყენა ულტიმატუმების მთელი ნუსხა, რაც სიტუაციას რეალურ მშვიდობასთან არ აახლოებს.
მისივე თქმით, ეს ეწინააღმდეგება რუსეთის, მათ შორის შეერთებული შტატების მიმართ მიცემულ წინა დაპირებებს, რომ ამ კვირაში სტამბოლში შესთავაზებდა რაიმე „რეალისტურსა და მიღწევადს“.
„ამ დრომდე რუსეთი უარყოფდა ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ მნიშვნელოვან ფორმატს. ეს საკმარისი მიზეზია ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ახლავე დააწესონ...
ჩვენ უნდა დავასრულოთ მკვლელობები.
და თუ მიმდინარე შეხვედრები ასეთ შედეგს არ გამოიღებს და ხელს არ შეუწყობს მშვიდობის მიღწევას, სულ უფრო ცხადი გახდება, რომ ლიდერების შეხვედრა აუცილებელია,“ - განაცხადა სიბიჰამ.