უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოპერაცია რუსი ჯარისკაცების მნიშვნელოვან რაოდენობას აკავებს.
„დღეს მთავარსარდალმა სირსკიმ ინფორმაცია გაგვაცნო. ფრონტზე ვითარება კვლავ რთული რჩება.“
ზოგიერთ მიმართულებაზე ჩვენ ვაფიქსირებთ რუსეთის აქტივობის ზრდას. ყველაზე სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობს პოკროვსკის, ლიმანსკის და კუპიანსკის მიმართულებით.
ჩვენ ვაგრძელებთ კურსკის ოპერაციას, რომელიც ხელს უშლის უკრაინის ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცების მნიშვნელოვან რაოდენობის აქტიურობას.
ომი რუსეთის ტერიტორიაზე უნდა დაბრუნდეს - იქ, საიდანაც დაიწყო,“ - თქვა ზელენსკიმ.