რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომს ისე ვერ დაასრულებს, როგორც ფიქრობდა.
ამის შესაებ რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა.
რუბიოს თქმით, პუტინი ფიქრობს, რომ მოვლენებს რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე აფასებს.
„თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის ომი არ არის, რომლის მიღებასაც ის ელოდა. როდესაც ის პირველად შეიჭრა უკრაინაში, ვფიქრობ, ელოდა, რომ მთავრობა დაეცემოდა და მას განმათავისუფლებლად შეხვდებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. სინამდვილეში, რუსეთი დღეს ნაკლებ ტერიტორიას აკონტროლებს, ვიდრე ორთვიანი ომის შემდეგ იყო“, - აღნიშნა რუბიომ.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონი მზადაა უკრაინაში ომის დასრულების ნებისმიერი ფორმისთვის. მან დასძინა, რომ ამის შემდეგ და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევის შემდეგ, შეერთებული შტატები შეძლებს ყურადღების სხვა საკითხებზე კონცენტრირებას.