გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.
ბრიტანეთის მთავრობამ ამასთან დაკავშირებით დეტალური განცხადება გამოაქვეყნა და სანქციების სია განაახლა.
„უახლესი სანქციების სამიზნეები მოიცავს რუსეთის სამხედრო მანქანის, ენერგომატარებლების ექსპორტისა და საინფორმაციო ომის მხარდამჭერ სუბიექტებს, ასევე ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ხელს უწყობენ პუტინის უკრაინაში შეჭრის დაფინანსებას“, - აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის განაცხადებაში.
კონკრეტულად, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააწესა კიდევ 14 ადამიანის წინააღმდეგ, რომლებსაც ის „სოციალური პროექტირების სააგენტოს“ წევრებს უწოდებს და რომელსაც დასავლეთის ქვეყნები უკრაინისა და სხვა დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში რუსეთის ჩარევის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს უწოდებენ.
ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა 46 კომპანია, ასევე სანქტ-პეტერბურგის სავალუტო ბირჟა და სახელმწიფო კორპორაცია „ანაბრების დაზღვევის სააგენტო“.
ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ბრიტანეთის სანქციები 18 გემს, ასევე ბრიტანეთის მოქალაქე ჯონ მაიკლ ორმეროდს ეხება, რომელმაც, სავარაუდოდ, რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გემები შეიძინა, ასევე ტანკერების ორ რუს კაპიტანს.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების-17 პაკეტი მიიღო.