მედიის ცნობით, საბერძნეთის ჩრდილოეთ კუნძულ ევბეაზე, მანტუდი-ლიმნი-აგია ანას მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ერთი დღის განმავლობაში მომხდარი მიწისძვრების სერიის შემდეგ.
უსაფრთხოების მიზნით, სამშაბათს ყველა ადგილობრივი სკოლადა დაიხურება.
როგორც იუწყებიან, სტიქიური უბედურების მართვის სამსახურმა (DAEFK) სამი სახლი საცხოვრებლად უვარგისად გამოაცხადა და მათი დანგრევის რეკომენდაცია გასცა.
დაზარალებული ოჯახები დროებით პროკოპში, ადგილობრივი მეტროპოლიის სასტუმრო სახლში განთავსდებიან.
მანტუდი-ლიმნი-აგია ანას მერმა, გეორგიოს ცაპურიოტისმა, სახელმწიფო მაუწყებელ ERT-ს განუცხადა, რომ წინასწარი შემოწმების შედეგად გამოვლინდა 50-ზე მეტი სახლის, ასევე რამდენიმე მუნიციპალური შენობისა და სკოლის დაზიანება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიძგები ათენშიც იგრძნობოდა.