დანიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 26-ე პაკეტის დეტალები გამოაცხადა, რომლის ღირებულება დაახლოებით 4.2 მილიარდ დანიური კრონია (628.4 მილიონი აშშ დოლარი).
ამის შესახებ ნათქვამია დანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,
დანიის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც ზედიზედ 26-ეა, დაფინანსებულია უკრაინის ფონდისა და ევროკავშირის მექანიზმის - ევროპული მშვიდობის მექანიზმის - მიერ და გათვლილია 2025-2028 წლებისთვის.
პაკეტის ფარგლებში, უკრაინა მიიღებს დამატებით საარტილერიო ნაწილებს, ასევე საბრძოლო მასალას, რომელიც დაფინანსდება ე.წ. ჩეხური ინიციატივის ფარგლებში.
„2025 წელს ჩეხური ინიციატივისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფით შესაძლებელი გახდება საარტილერიო ჭურვების კიდევ ერთი პარტიის შეძენის დაფინანსება, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს უკეთ დაგეგმოს საარტილერიო საბრძოლო მასალის სტაბილური მარაგი“, - აღნიშნავს დანიის თავდაცვის სამინისტრომ.
გარდა ამისა, უკრაინა მიიღებს საბრძოლო თვითმფრინავებისთვის საჭირო აღჭურვილობას, გაფართოებულ საწვრთნელ ბაზას და სხვა დახმარებას.
„სამწუხაროდ, უკრაინის დახმარებისა და მხარდაჭერის საჭიროება არ შემცირებულა. მოხარული და ვამაყობ, რომ კიდევ ერთხელ შეგვიძლია გამოვყოთ დახმარებისთვის სახსრები, რომელიც ცვლილებებს შეიტანს ბრძოლის ველზე როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა.