აშშ-ის ორ შტატში ტორნადოების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 16 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადგილობრივი სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, დაახლოებით 100 000 ობიექტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, დაზიანდა 5 000-ზე მეტი შენობა.
ოფიციალური პირების ცნობით, კენტუკის შტატში ცხრა ადამიანი დაიღუპა, ხოლო მისურის შტატში შვიდი, მათ შორის ხუთი სენტ-ლუისში.
კენტუკის შტატში ტორნადო შაბათს, გამთენიისას, შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ლორელის ოლქს დაატყდა თავს. დაღუპულთა რიაოდერნობა, შესაძლოა, გაიზარდოს.
მისურის შტატის ტორნადოს შედეგად დაზიანდა 5000 შენობა და ელექტროგადამცემი ხაზები.