გვაშფოთებს, რომ საქართველოში, ევროპულ კონტინენტზე კიდევ ერთი დიქტატურა დამყარდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
იუკნევიჩიენეს თქმით, "მეგობარი აქტის" დამტკიცება აქნება სიგნალი ევოკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, რომ უფრო მეტი სანქცია დაუწესონ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს.
ჩვენ ველოდებით "მეგობარი აქტის" დამტკიცებას შეერთებულ შტატებში, რომელიც სანქციების კუთხით ძალიან მნიშვნელოვან მესიჯს ატარებს. წარმომადგენლობითმა პალატამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და სენატიც იგივეს იტყვის. მე იმედი მაქვს, რომ პრეზიენტი ტრამპი ხელს მოაწერს მეგობარი აქტს , რომელიც ჩემი აზრით, იქნება სერიოზული ბიძგი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, რადგან ეს იქნება ძალიან ძლიერი მესიჯი. იმედი მაქვს, წევრი სახელმწიფოები უფრო აქტიურები იქნებიან , ჩვენ ამ ანგარიშში მათაც ვაკრიტიკებთ, რომ საკმარისად აქტიურები არ არიან სანქციების კუთხით და ჩვენ მოვუწოდებთ მათ ეს მოთხოვნა შეასრულონ. ჩვენ ისევ დავასახელეთ ის ადამიანები, რომლებიც მეტწილად არიან პასუხისმგებელი ამ სიტუაციაზე, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ვახტანგ გომელაური, თბილისის მერი კახა კალაძე და ქართული ოცნების პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. ეს ადამიანები არიან პასუხისმგებელი საქართევლოში მდგომარეობის გაუარესებაზე. "ქართულ ოცნებას" არა მხოლოდ ეშინია, სასოწარკვეთილები არიან . ტრამპისთვის გაგზავნილ ღია წერილში სტრიქონებს შორის ამოვიკითხე, რომ ისინი სასოწარკვეთილები არიან და ეს უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს, რომ მათ წინააღმდეგ ზეწოლა გავაძლიეროთ. გვაშფოთებს, რომ საქართველოში ევროპულ კონტინენტზე კიდევ ერთი დიქტატურა დამყარდება, მჯერა, რომ წარმომადგენლობით პალატაშიი ეს ყოვლისმომცველი მხარდაჭერა, სერიოზულ შთაბეჭდილებას მოახდენს სენატზე და ისინიც მიიღებენ ამ კანონს", -განაცხადა ევროპარლამენტარმა.