რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს, სტამბოლში დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ წყაროს იუწყება. სხვა დეტალებს გამოცემა არ ასახელებს.
ვინ წარმოადგენს რუსეთს სტამბოლის მოლაპარაკებებზე, ჯერჯერობით უცნობი რჩება.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია 14 მაისს სტამბოლში აუცილებლად იქნება და უკრაინის წარმომადგენლებს დაელოდება. მისი თქმით, კრემლი ჯერ არ არის მზად, დაასახელოს რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა, რადგან ვლადიმირ პუტინს ჯერ არ მიუცია შესაბამისი მითითებები.