რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიცია მათ გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს.
ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე Facebook-ზე წერს, რომ პოლიცია მოქალაქეებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის უფლებას არ აძლევს. 
"ბრძანება გასცეს, ვინც არ დაგემორჩილებათ, დააკავეთო" - წერს მარიამ ნიკურაძე და ადგილზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დიდი მობილიზება ჩანს. 
ვინც არ დაგემორჩილებათ, დააკავეთო. ბრძანება გასცეს ამ წამს რუსთაველზე, არ აკეტინებენ." - წერს მარიამ ნიკურაძე. 
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები უკვე 168 დღეა იკრიბებიან.