უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთისგან ელოდება ინფორმაციას, ვინ იქნება თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე მათი წარმომადგენელი, რის შე,დეგ განსაზღვრას შემდგომ ნაბიჯებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
„ველოდები, ვინ ჩამოვა რუსეთიდან და შემდეგ განვსაზღვრავ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას უკრაინამ. მათგან მედიაში გაკეთებული სიგნალები ჯერჯერობით არადამაჯერებელია. ჩვენ ასევე გვესმის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს თურქეთში ჩასვლის შესაძლებლობას. ეს შეიძლება, გახდეს ყველაზე ძლიერი არგუმენტი. კვირამ მართლაც ბევრი რამ შეიძლება, შეცვალოს, მაგრამ მხოლოდ შეიძლება. ყველაფერი ახლა წყდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვისას.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ოთხშაბათს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმის დრონები და ბალისტიკური რაკეტები გაუშვა: „როდესაც მთელი მსოფლიო ელოდება პუტინის მიერ პირდაპირი მოლაპარაკებების წინადადებაზე უვრალო პასუხს: „დიახ“ ის უკრაინაზე დარტყმებს აგრძელებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.