აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდა, რაც ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველი შეხვედრა. ამის შესახებ BBC წერს.
თეთრმა სახლმა სამშაბათს განაცხადა, რომ ტრამპი დათანხმდა სირიის დროებით პრეზიდენტს აჰმედ ალ-შარაას ოთხშაბათს, საუდის არაბეთში ვიზიტის დროს შეხვედროდა.
„ტრამპი ოთხშაბათს სირიის დროებით პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდა, რაც ორი ქვეყნის ლიდერებს შორის 25 წლის განმავლობაში პირველი შეხვედრაა“, - აღნიშნავს გამოცემა.
შეხვედრა საუდის არაბეთში, ტრამპისა და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ლიდერების შეხვედრის ფონზე გაიმართა.
მედიის ცნობით, დონალდ ტრამპისა და აჰმედ ალ-შარას შეხვედრას ონლაინ ფორმატში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანი და საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი დაესწრნენ.
შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.
შეგახსენებთ, გუშინ, 13 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა, რომ სირიისთვის სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.