უკრაინული მედიის ცნობით, 14 მაისს, დილით, როვნოს ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
როვნოს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ კოვალის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის ოთხი სამიზნე გაანადგურეს. მისივე ცნობით, უმნიშვნელოდ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
რუსმა ოკუპანტებმა შეუტიეს დნიპროპტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონსაც. დაზიანდა ორი საცხოვრებელიკორპუსი, 7 მაღაზია, სპორტული კლუბი, აუზი და ელექტროგადამცემი ხაზები.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰიი ლისაკის ცნობით, დაზიანდა მაღაზიები, ლაბორატორია, საცხოვრებელი კორპუსი, ელექტროგადამცემი ხაზები.
ასევე ხარკოვის რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.