აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სტამბოლში გაემგზავრება უკრაინისა და რუსეთს შორის ხუთშაბათს დაგეგმილი შესაძლო მოლაპარაკებებისთვის.
ამის შესახებ NBC News -ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა განუცხადა.
მანამდე სტამბოლის მოლაპარაკებებში რუბიოს მონაწილეობის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერ-რიადში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თეთრმა სახლმა NBC News-ს დაუდასტურა, რომ რუბიო სტამბოლში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და კიტ კელოგთან ერთად მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრება.
ტელეარხის წყარომ ასევე დაადასტურა, რომ თავად ტრამპი ამ კვირაში თურქეთში არ გაემგზავრება.