მეტრო „ახმეტელთან“ მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ შეუერთდნენ მეტრო „დელისიდან“, „სადგურის მოედნიდან“ და მეტრო „ავლაბრიდან“ მომავალი მარშები. აქვიის მონაწილეები დაიძრნენ ამერიკის საელჩოსკენ ერთობის მარშით „მადლობა მეგობარს“.
მსვლელობის მონაწილეები ამერიკის საელჩოს საქართველოში მადლობას უხდიან იმისთვის, რომ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაში - „MEGOBARI აქტის” დამტკიცების შემდეგ, კანონპროექტი კონგრესის ზედა პალატას - სენატს გადაეცა.
ფოტო: „პუბლიკა” / მარიამ ქავშბაია