ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.
ლონდონში გამართული შეხვედრა პარიზელებმა 1:0 მოიგეს.
ფრანგების პირველი სახიფათო მომენტი ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა, რომელიც მცველებს გასცდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. 27-ე წუთზე ფაბიან რუისის გოლით პარიზელები დაწინაურდნენ. 72-ე წუთზე კი "არსენალის" კარში გოლი აშრაფ ჰაკიმმა გაიტანა.
ფრანგები 31 მაისს, მიუნხენის „ალიანს არენაზე“, მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდებიან. ხვიჩა კვარაცხელია კი კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.
.