"ქართული ოცნების" დეპუტატის გიორგი ჩაკვეტაძის განცახდებით, "მეგობარი აქტი" რომელის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა< სამარცხვინო აქტია.
"შეიძლება, პირდაპირ ითქვას, რომ ის აქტი, რომელიც დღეს, ჩვენი დროით გამთენიისას, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, სამარცხვინო აქტია. ჩვენ დაველოდებით, სენატი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს ყველაფერია, "მეგობარი აქტის" გარდა. შეიძლება, პირდაპირ ითქვას, რომ მტრული აქტია", - განაცხადა ჩაკვეტაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მომხრე 349 კონგრესმენი იყო, მათგან 168 რესპუბლიკელი, ხოლო 181 დემოკრატი.