„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი, ლევან სამუშია აცხადებს, გარდაცვლილი პატიმრის საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია და ის განცხადებები, რაც ე.წ. სახელმწფიო სტრუქტურების მხრიდან კეთდება, სამწუხარო და შემაშფოთებელია.
სამუშიას თქმით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა საქმის მიზანმიმართულად, არასწორი გამოძიება და სავარაუდოდ, საქმის ჩაფარცხვა.
"სამწუხარო და შემაშფოთებელია ის განცხადებები, რა განცხადებებსაც, თავის გამართლების მიზნით, სავარაუდოდ, აკეთებს ე.წ. სახელმწფიო სტრუქტურები, კერძოდ, საუბარია თუნდაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე, რაც საფუძვლიან ეჭვს ქმნის, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა საქმის მიზანმიმართულად, არასწორი გამოძიება და სავარაუდოდ, საქმის ჩაფარცხვა. ბუნებრვია ისმის კითხვები, რომლებზედაც პასუხი არავის აქვს და პასუხის გამცემიც არავინაა. პირველი კითხვა არის ის, რომ თვეების განმავლობაში რატომ იძიბედა ამ საქმეს ის დაწესებულება, რომლის ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა პატიმარი და სადაც მოხდა სავარაუდო დანაშაული. რა იყო ამის მიზეზი და რატომ გადაეცა თვეების შემდეგ ე.წ. საგამოძიებო სამსახურს. გამოძებულია თუ არა იმასთან დაკავშირებით საკითხი, რომ თავდაპირველად ადამიანს დაუსვეს სავარაუდოდ, ცრუ, განზრახ დიაგნოზი, ეს არის ინსულტთან დაკავშირებით და შემდგომ, როგორც ირკვევა, გარადაცვლილს ჰქონდა ერაერთი დაზიანება. წარმოუდგენელია, როდესაც ვხდევათ ფორმა 100-ს, რომელიც ტელევიზიით გაჟღერდა და ამასთან დაკავშირებით თურმე სერიოზული კითხვები არ გააჩნია საგამოძიებო სამსახურს. არის თუ არა ის ადამიანი დაკითხული, რომელმაც განზრახ გასცა პირველი ცრუ დიაგნოზი და რატომ იქნა ეს მიზანმიმართულად გაკეთებული. ასევე, იყო თუ არა ცნობილი დაზარალებულად და შემდგომ უკვე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ოჯახი, ეს თუ ასე არაა, პირდაპირ მიუთითებს, რომ მიმდინარეობს საქმის ჩაფარცვხა, ვინაიდან, თუ სტატუსი არ აქვს ოჯახს, ის საქმის მასალებს ვერ გაეცნობა, შუამდგომლობებს ვერ დააყენებს და აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს საქმის ჩაფარცხვა. ასევე კითხვებია სახლახო დამცველთან. ის წყალწყალა განცხადება, რომელიც გაავრცელა, სჯობდა, არ გაევრცელებინა. სახლახო დამცველმა უნდა გასცეს პასუხი, დეტალურად იქნა თუ არა შესწავლილი ციხის პერიმეტრი, დათვალიერდა თუ არა კამერები და რა იქნა აღმოჩენილი.
მე ვესაუბრე შესაბამის სპეციალისტებს და ის დაზიანებები და ფაქტები, შესაძლოა მოხდეს ავიაკატასტროფის, სიმაღლიდან ვარდნის და მძიმე ფიზიკური დაზიანების, ცემის ზემოქმედების შედეგად. საუბარი იმაზე, რომ თითქოს, ეს ადამიანი წაიქცა, ეს წარსული წლების პრაქტიკაა და კარგად გვახსოვს და გვინახავს, როგორ ცდილობდნენ დანაშაულის დაფარვას. აქედან გამომდინარე, დაუყოვნებლივ გაასაჯაროეთ საქმის მასალები, მიეცით დაზარალებულის სტატუსი ოჯახს. ჩვენ მივადევნებთ თვალს ამ ყველაფერს, რადგან პირდაპირ ჩანს საქმის ჩაფარცხვის პირდაპირი და მიზანმიმართული ქმედებები“- განაცხადა სამუშიამ.
პატიმარი იოსებ გორგაძე გუშინ, 4 მაისს, კლინიკა "ვივამედში" გარდაიცვალა.