შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ვაშინგტონი მხარს არ უჭერს ტაივანის დამოუკიდებლობას.
პრეზიდენტ ბაიდენის ამ განცხადების ფონია დღეს, ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმმართველი პარტიის წარმომადგენლის, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის უილიამ ლაი ჩინ-ტეს გამარჯვება.
კენჭისყრის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე, ვაშინგტონი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ "მიუღებელი იქნებოდა" არჩევნებში ნებისმიერი სახის ჩარევა.
ტაივანის არჩეული პრეზიდენტი ლაი ჩინ-ტე და მისი დემოკრატიული პროგრესული პარტია კუნძულის სტატუს-კვოს შენარჩუნების მომხრეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაივანმა არც დამოუკიდებლობა უნდა გამოაცხადოს და არც ჩინეთს შეუერთდეს.
შეერთებული შტატები არის ტაივანის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდამჭერი და იარაღის მიმწოდებელი, მიუხედავად კუნძულთან ოფიციალური დიპლომატიური კავშირების არარსებობისა.
ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, მთავრობის მხარდაჭერის ნიშნად, ბაიდენი გეგმავს არაოფიციალური დელეგაციის გაგზავნას თვითმმართველ კუნძულზე.