მინისტრმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ფინეთმა რუსეთთან ოთხი სასაზღვრო გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ განაცხადა.
ნორვეგიის იუსტიციის მინისტრმა ემილი ენგერ მელმა განაცხადა, რომ ნორვეგია მზად არის რუსეთთან საზღვარი დაუყოვნებლივ დახუროს. მინისტრმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ფინეთმა რუსეთთან ოთხი სასაზღვრო გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ განაცხადა.
ნორვეგიის იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან ერთადერთ სახმელეთო სასაზღვრო პუნქტ, სტორსკოგუში, ამჟამად არ არის გაზრდილი აქტივობა.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და შესაძლოა ჩვენთვის მიზანშეწონილი იყოს საჭიროების შემთხვევაში, საზღვრის დაუყოვნებლივ დახურვა“ - აღნიშნა მელმა.
ამასთან, მელმა დასძინა, რომ ნორვეგიაში რუსეთთან საზღვარზე ისეთი ვითარება არ არის, როგორიც ფინეთში შეინიშნებოდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფინეთის მთავრობამ თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი ნაკადის გამო,18 ნოემბერიდან, რუსეთთან საზღვარზე რამდენიმე სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
ფინელმა მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში უამრავი ადამიანი საბუთების გარეშე ცდილობდა ფინეთში შესვლას სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარე საგუშაგოების გავლით.
ამის შემდეგ ესტონეთმაც დაადასტურა, რომ მზად არის ანალოგიური ნაბიჯები გადადას.