დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვოში რუსმა ოკუპანტებმა ღამით საცხოვრებელ კორპუსი დაბომბეს, რის შედეგადაც სადარბაზო ჩაინგრა, დაიღუპა ერთი ქალი, დაშავდა რამდენიმე მცხოვრები, ნანგრევების ქვეშ კი კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.
ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეტა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.
„დღეს ღამით {15 ნოემბერი} მტერმა დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონის ქალაქ სელიდოვოზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც დაინგრა 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო.
სამწუხაროდ, ნანგრევების ქვეშ გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს. ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი კიდევ რჩება“, - აცხადებს კლიმნეკო.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ასევე მე-4 სართულის დაზიანებული ბინიდან აშველებმა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი გამოიყვანეს.