გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ქალაქი კრივი რიჰი დაბომბეს. იუწყება უკრაინული მედია.
დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი ლისაკის განცხადებით, რუსეთის ძალების თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შედეგების დასადგენად ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. კრივი რიჰის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის ოლექსანდრ ვილკულის ინფორმაციით, მტერმა ქალაქზე იერიში რაკეტებით მიიტანა.
ასევე მისი ინფორმაციით, ოკუპანტების საარტილერიო ცეცხლისა და დრონებით თავდასხმის ქვეშ მოექცა ნიკოპოლის რაიონი. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები და დაღუპულები არ არიან. ვილკულის თქმით, ზარალი დგინდება.