ალ-შიფას საავადმყოფოზე თავდასხმა არის დანაშაული კაცობრიობის, სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის მინისტრმა მაი ალ-კაილამ განაცხადა. იუწყება BBC
”ჩვენ საოკუპაციო ძალებს ვაკისრებთ სრულ პასუხისმგებლობას ალ-შიფაში სამედიცინო პერსონალის, პაციენტებისა და იძულებით გადაადგილებული ადამიანების სიცოცხლეზე”, - თქვა მაი ალ-კაილამ.
„ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო გამოყოფილია პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროსგან .
შეგახსენებთ, ისრაელელი სამხედროები ალ-შიფას საავადმყოფოში შევიდნენ.
ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის უდიდეს - ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ “ჰამასის“ მიწისქვეშა სამეთაურო პუნქტი მდებარეობს.
თეთრი სახლი და პენტაგონი ამბობენ, რომ "ჰამასი" იყენებს ღაზის უდიდეს საავადმყოფოს იარაღის შესანახად და ოპერაციების მხარდასაჭერად, რასაც „ჰამასი“ უარყოფს.