სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა რობერტ კალინიაკმა ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს განუცხადა, რომ სლოვაკეთის ახალი მთავრობა არ დაეხმარება უკრაინას იარაღით თავისი საცავებიდან. იუწყება სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრო.
„თავდაცვის მინისტრმა კალინიაკმა ნატო-ს გენერალურ მდივანს აცნობა, სლოვაკეთის მარაგებიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, სლოვაკეთი უკრაინას სთავაზობს „ჰუმანიტარული, სამოქალაქო და ტექნიკური არალეტალური დახმარების საკმაოდ ფართო სპექტრს“, -ნათქვამია განცხადებაში.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ უცხოელი პარტნიორები სრულად პატივს სცემენ სლოვაკეთის ახალი მთავრობის გადაწყვეტილებას.