აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი მიზანია ჩინეთთან ნორმალური კომუნიკაციის აღდგენა, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისითაც.
„მიზანია, რომ დავუბრუნდეთ კომუნიკაციის ჩვეულებრივ კურსს, შეგვეძლოს დარეკვა და საუბარი ერთმანეთთან კრიზისის დროს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს სამხედროებს კვლავ აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი. როგორც გითხარით, ჩვენ არ ვცდილობთ ჩინეთისგან გამოყოფას, ჩვენ ვცდილობთ, ურთიერთობები უკეთესობისკენ შევცვალოთ“, – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.
ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის მოლაპარაკებები 15 ნოემბერს სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე გაიმართება.