ისრაელელმა სამხედროებმა ღაზის სექტორში პალესტინის საკანონმდებლო საბჭო დაიკავეს.
ისრაელის მედია აქვეყნებს ფოტოს, რომელშიც ჩანან ისრაელელი ჯარისკაცები ისრაელის დროშით პალესტინის საკანონმდებლო ორგანოში, რომელსაც მანამდე „ჰამასი“ აკონტროლებდა.
ფოტო ასევე გამოქვეყნდა „გოლანის“ პირველი ქვეითი ბრიგადის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, რომლის ჯარები ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაციაში მონაწილეობენ.
მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა.
პალესტინის საკანონმდებლო საბჭო ღაზაში“ ჰამასის“ კონტროლის ქვეშ 2007 წლის შემდეგ იყო, როდესაც დაჯგუფება ხელისუფლებაში მოვიდა.