ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სუელა ბრავერმანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ლონდონის პოლიცია გააკრიტიკა და ის პროპალესტინური საპროტესტო აქციების მიმართ ლმობიერ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. იუწყება BBC
ბრევერმანმა თქვა, რომ ლონდონის პოლიცია უგულებელყოფს პროპალესტინურად განყობილი ხალხის მხრიდან კანონის დარღვევას და მათ მიერ გამართულ დემონსტრაციებს "სიძულვილის მარშები" უწოდა.
ბრევერმანს ბრალი დასდეს დაძაბულობის გაღვივებაში მისი სტატიის გამო, რომელიც გამოქვეყნდა გასულ კვირას ლონდონში პროპალესტინური და ანტიისრაელური საპროტესტო აქციების წინ.
გამოცემა Times-ის რუბრიკაში, ბრევერმანმა პოლიცია დაადანაშაულა პროპალესტინური აქციების მონაწილეების მიმართ ლმობიერ დამოკიდებულებაში, სხვა ღონისძიებებთან შედარებით, სადაც მისი აზრით, პოლიცია დემონსტრანტებს შესამჩნევად მკაცრად ექცევა. აღნიშნულმა ბრიტანეთში პოლიტიკური ქარიშხალი გამოიწვია, რის შემდეგადაც პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.