უკრაინის ხელისუფლებამ რუსი პოეტის ალექსანდრ პუშკინის, ასევე კიევსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში არსებული რუსი და საბჭოთა მოღვაწეების ძეგლების დემონტაჟის ნებართვა გასცა. ამის შესახებ უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრო იუწყება.
ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სახელმწიფო რეესტრიდან ამოიღეს კიევში, ბერესტეისკის გამზირზე მდებარე ალექსანდრ პუშკინის ძეგლი, ტარას შევჩენკოს ბულვარზე ბოლშევიკ ნიკოლაი შჩორსის ძეგლი, ასევე უკრაინის დედაქალაქის მარიას პარკში არმიის გენერალ ნიკოლაი ვატუტინის საფლავი.
რეესტრიდან ასევე ამოღებულია პუშკინის ძეგლები ჟიტომირში, ხარკოვსა და ოდესაში, თავად მიხაილ ვორონცოვის ძეგლი ოდესაში, რუსი მხედართმთავრის ალექსანდრ სუვოროვის ქანდაკება იზმაილში, ხერსონში ადმირალ ფედორ უშაკოვის ძეგლლი, ასევე უჟგოროდში ძეგლი "უკრაინა - გამათავისუფლებლებს" და ლუჰანსკში"რევოლუციის მებრძოლებისადმი" მიძღვნილი კომპლექსი.
რეესტრიდან ამოღების შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია ძეგლის დემონტაჟი დაიწყოს.