რუსეთის არმია თავს დაესხა უკრაინელ ჯარისკაცებს ფრონტისპირა სოფელ ზაპოროჟიეში. უკრაინელი სამხედროები შეკრებილი იყვნენ დაჯილოდების ცერემონიისთვის, რომელიც არტილერიის დღესთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 20-ზე მეტი სამხედრო.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი სამხედროს ვიდეო,
რომელმაც თქვა, რომ ნაწილში, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქშია განთავსებული, საგანგებო შემთხვევა მოხდა. მისი თქმით, ერთ-ერთმა ოფიცერმა გადაწყვიტა ფრონტისპირა სოფელში ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ჯარისკაცებისთვის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაემართა.
ჯარისკაცის თქმით, დაიღუპა „ძალიან ბევრი“ სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოქალაქე.
„უკრაინსკა პრავდას“ აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებისთვის ჯილდოების გადაცემისას ზაპოროჟიეს ოლქის ფრონტისპირა ზონის ტერიტორიაზე, რაკეტის ჩავარდნის შედეგად 20-ზე მეტი სამხედრო დაიღუპა, - განაცხადეს უკრაინის შსს-ში.
ამ ინფორმაციას ირიბად ადასტურებს ამიერკარპატების რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიქტორ მიკიტაც.
„ვთხოვ ყველა თანამემამულეს, თემებს, მეწარმეებს საზოგადოებრივი კვების დაწესებულებებში, თავი შეიკავონ გასართობი ღონისძიებებისგან, კონცერტებისგან და ა.შ. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში“, - „უკრაინკსა პრავდას“ ცნობით, განაცხადა მიკიტამ.
როგორც „უკრაინსკა პრავდა“ აღნიშნავს, სამხედრო ნაწილს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.