მედიაში ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ისრაელში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
The Times of Israel-ი უკრაინელ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზელენსკი მომავალ კვირას ისრაელში ჩასვლას ნამდვილად გეგმავდა, თუმცა ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
"მას სურდა ვიზიტი მაშინ გასაჯაროებულიყო, როდესაც ფეხს ისრაელის მიწაზე დადგამდა. ის ძალიან იმედგაცრუებულია", - უთხრა გამოცემას დიპლომატმა, რომლის ვინაობაც დასახელებული არ არის.
როგორც ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი თელ ავივში ორშაბათს, ან სამშაბათს იგეგმებოდა.