ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში „ჰამასის“ მებრძოლების სტრატეგიული მნიშვნელობის დასაყრდენი დაიკავეს.
როგორც The Jerusalem Post აღნიშნავს, „გივათის“ ბრიგადის ჯარისკაცებმა დაამყარეს კონტროლი ბაზაზე, სადაც აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ოპერატიული რუკა და სარდლობის დოკუმენტი, მათ შორის ტერორისტული ორგანიზაციის ამჟამინდელი მეთაურების პერსონალური მონაცემები. ისრაელის არმიის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ მოპოვებული დოკუმენტები და დაზვერვის მონაცემები, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს ისრაელის თავდაცვის ძალების წარმატებისთვის „ჰამასის“ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.