უარვყოფთ გაეროს გენერალური ასამბლეის საზიზღარ მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი ტვიტერში წერს.
ის ეხმიანება გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას.
„ჩვენ პირდაპირ უარვყოფთ გაეროს გენერალური ასამბლეის საზიზღარ მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
ისრაელი აპირებს ჰამასის ლიკვიდაციას ისევე, როგორც მსოფლიო მოიქცა ნაცისტებთან და „ილსამურ სახელმწიფოსთან“., აცხადებს.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზას სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს.
დოკუმენტი ასევე მოითხოვს, რომ ყველა მხარემ დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონები და ღაზის სექტორში მყოფი სამოქალაქო პირებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტებისა და სერვისების მიწოდება იყოს „უწყვეტი, საკმარისი და დაუბრკოლებელი”.
რეზოლუციაში ასევე არის მოწოდება, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ მძევლები.
დოკუმენტში ერთხელაც არ არის ნახსენები დაჯგუფება „ჰამასი”, რამაც ისრაელის პროტესტი გამოიწვია.
აღნიშნული რეზოლუციის ინიციატორი იყო იორდანია.