ორი ამერიკელის გათავისუფლების შემდეგ, „ჰამასმა“ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, დაჯგუფებამ, შესაძლოა, სხვა მძევლებიც გაათავისფლოს.
მიმდინარეობს მუშაობა „ყველა შუამავალთან, რათა შესრულდეს დაჯგუფების გადაწყვეტილება სამოქალაქო პირების საქმეებთან დაკავშირებით, თუ იქნება უსაფრთხოების ადეკვატური გარანტიები“, - ნათქვამია დაჯგუფების განცხადებაში.
ამერიკის მოქალაქეები ჯუდით და ნატალი რაანანი „ჰამასმა“ კატარის შუამავლობით გაათავისუფლა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მძევლების გათავისუფლებისათვის მადლობა გადაუხადა კატარს და ისრაელს.
„დღეს ჩვენ უზრუნველვყავით 7 ოქტომბერს ისრაელზე საზარელი ტერორისტული თავდასხმის დროს „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ორი ამერიკელი ქალის გათავისუფლება. ჩვენმა თანამოქალაქეებმა საშინელი განსაცდელი გადაიტანეს ბოლო 14 დღის განმავლობაში. მე სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვარ, რომ ისინი მალე შეუერთდებიან თავიანთ ოჯახებს“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.