ისრაელის ხელისუფლება ადასტურებს „ჰამასის“ მიერ აშშ-ის ორი მოქალაქის გათავისუფლებას. გათავისუფლებული დედა-შვილია - ჯუდით რაანანი და მისი ქალიშვილი ნატალი. იუწყება BBC.
ისინი „ჰამასის“ ტერორისტებმა 7 ოქტომბერს კიბუც ნაჰალ ოზიდან გაიტაცეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ადამ დენიელ ჰაგარის თქმით, გათავისუფლებული დედა-შვილი ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან იმყოფება.
მისივე თქმით, „ჰამასი“ ცდილობს, მსოფლიოს წინაშე წარდგეს ისე, თითქოს მძევლებს ჰუმანიტარული მიზეზებით ათავისუფლებს,
“სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ მკვლელ ტერორისტულ ჯგუფზე, რომელსაც ამ დროს ტყვედ ჰყავს ჩვილები, ბავშვები, ქალები და მოხუცები“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.
მისი თქმით, ისრაელის მთავრობა აგრძელებს „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლებას.