„ჰამასის“ განცხადებით, ამერიკის ორი მოქალაქე, რომლებიც მძევლად ჰყავდათ აყვანილი, გაათავისუფლეს. „კატარის ძალისხმევის პასუხად ალ-ქასამის ბრიგადებმა [ჰამასის სამხედრო ფრთა] გაათავისუფლეს ორი ამერიკელი მოქალაქე (დედა და ქალიშვილი) ჰუმანიტარული მიზეზების გამო, რათა ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს დაუმტკიცონ, რომ ბაიდენის და მისი ფაშისტური ადმინისტრაციის პრეტენზიები მცდარი და უსაფუძვლოა“, - ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.
როგორც სააგენტო Reuters იუწყება, ამერიკის მოქალაქეების გათავასუფლების შესახებ ცნობები გაავრცელა ისრაელის ორმა ტელეარხმაც.
მათ არ დაუსახელებიათ აღნიშნული ინფორმაციის წყარო. ასევე უცნობია, თუ რა გარემოებაში მოხდა მძევლების გათავისუფლება.