ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. იუწყება Reuters.
სააგენტოს ცნობით, კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ის აპირებს, შეასრულოს გასულ თვეში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამიტზე მიღწეული შეთანხმებები, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობა.
კიმმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების გზები, რათა აქტიურად უპასუხონ რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებს. „ორივე მხარემ გაცვლა შეხედულებები ერთობლივი მოქმედებების გააქტიურებაზე რამდენიმე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე“, - აღნიშნავს Reuters.