დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ისრაელში ვიზიტის დასრულების შემდეგ ერ რიადში გაემგზავრა, სადაც ტახტის მემკვიდრე პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ერ რიადს მნიშვნელოვან რეგიონალურ მოთამაშედ მიიჩნევენ და იმედებს ამყარებენ ახლო აღმოსავლეთში ვითარების დარეგულირებაში მის როლთან დაკავშირებით.
მანამდე რიში სუნაკი იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა განაცხადა: „ვამაყობთ, რომ ვდგავართ ისრაელის გვერდით, გვინდა, რომ თქვენ გაიმარჯვოთ“.