პალესტინელი მებრძოლები აცხადებენ, რომ თავდასხმისას ტყვედ 130 ისრაელელი აიყვანეს. „ჰამასის“ განცხადებით. 100 ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის მაღალჩინოსნები. „ისლამისტური ჯიჰადი“ კი აცხადებს, რომ მზევლებად 30 ადამიანი აიყვანა.
„ისლამისტური ჯიჰადის“ ლიდერი ზიად ალ-მაჰალა აცხადებს, რომ მძევლები სახლებში მას შემდეგ დაბრუნდებიან, რაც პალესტინელი პატიმრები ისრაელის ციხეებიდან გათავისუფლდებიან.
თელ-ავივი დატყვევებული ისრაელელების ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებს, თუმცა ვარაუდობს, რომ მებრძოლებს მძევლებად, შესაძლოა, 150-200 ადამიანი ჰყავდეთ.
მედიის ინფორმაციით, მძევლებს შორის, შესაძლოა, იყვნენ სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც, მათ შორის აშშ-ის გერმანიისა და ტაილანდის.