ბელორუსის პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმაც მიულოცა.
"გილოცავთ რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას. ჩატარებული არჩევნების შედეგები მოწმობს დიდ ნდობას, რომელიც თქვენ მიმართ ბელორუს ხალხს აქვს", _ ნათქვამია ბაღაფშის მისალოცში და იქვე აღნიშნულია - "ბელორუსის რესპუბლიკა და თქვენ პირადად ყოველთვის მხარდაჭერას გამოთქვამდით აფხაზეთის მიმართ ძნელბედობის ჟამს. ჩვენ ეს მადლიერებით გვახსოვს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობების დადებითი გამოცდილება მომავალი ურთიერთობების განვითარების საწინდარი იქნება".