აშშ-მა ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მედიის ცნობით, აშშ-მა სესაბამისი გაადწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოსკოვმა ორ ამერიკელ დიპლომატს რუსეთის დატოვება მოსთხოვა.
როგორც მაშინ, სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, არ აპირებენ მოითმინონ რუსეთის მთავრობის მიერ მათი დიპლომატების შევიწროებას.
„მოსკოვში ჩვენი დიპლომატების მიმართ ასეთი ქმედებები დაუშვებელია და ამას შედეგები დაუყოვნებლივ მოჰყვება “, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.