უკრაინული მედიის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ესპანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა.
ბრიტანეთის დახარების ახალი პაკეტი მოიცავს 34 მლნ გირვანქა სტერლინგს გაეროსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ჩართულნი არიან უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის თავშესაფრების გამოყოფისა და სხვადასხვა ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებაში. ასევე 10 მლნ გირვანქა სტრელინგი გამოიყოფა შინამეურნეობისთვის, რომელიც უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასრუქტირაზე რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზარალდა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრაზე სუნაკმა ყურადღება გაამახვილა უკრაინისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის გაგრძელებაზე, უსაფრთხოების სფეროში თანამშრმლობაზე, ასევე შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტის პარალელურ მარშრუტებზე.