ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, სუ-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი, რომელიც რუსეთმა სექტემბრის ბოლოს ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქ ტოკმაკთან დაკარგა, თავად რუსულმა ძალებმა ჩამოაგდეს.
სამხედრო ექსპერტების აზრით, 28 სეტემბერს რუსეთის საჰაერო თავდაცვამ დიდი ალბათობით, ტოკმაკში თავისივე თითმფრინავი სუ-35 ჩამოაგდო. ავიაგამანადგურებლის დაკარგვა რუსეთისთვის საგანგაშოა, რადგან ის უკვე მეხუთე დანაკარგია. ამასთან, სუ-35 რუსეთის შეიარაღებაში ყველაზე თანამედროვე მოდელია.
ბრიტანეთის დაზვრევა ასევე აღნიშნავს, რომ ტოკმაკი, რომელიც შეხების ხაზიდან 20 კმ-ში მდებარეობს, სერიოზულად არის გამაგრებული, სადაც განლაგებულია ფრონტის ამ მონაკვეთის ძირითადი სამეთაურო პუნქტი.
„ასეთი სამეთაურო პუნქტები სპეციალურად დაცულია მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემებით. ეს სისტემები, როგორც ყოველთვის მოყვანილია მაღალი მზადყოფნის დონეზე, რადგან უკრაინა აგრძელებს ეფექტიანი დარტყმების განხორციელებას მტრის ზურგის სიღრმეში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.